პირადი წერილები

ნიკოლოზ ბარათაშვილი

₾ 9.10 ₾ 13.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463082
გვერდები 270
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მოამზადა, შესავალი, კომენტარები, საძიებლები და გენეალოგიური ტაბულები დაურთო მაია ცერცვაძემ
 
„დიდი პოეტები თვითონ ხომ უკვდავების ბინადარნი არიან, და ისინიც უკვდავებაში შეჰყავთ, ვინც თავიანთ ნაწერებში, მეტადრე ახლობლებისადმი გაგზავნილ წერილებში, თუნდაც უბრალოდ უხსენებიათ. ოღონდ ზოგიერთი მათგანის ვინაობა დასადგენია, რაც სხვა ლიტერატურული თუ ისტორიული წყაროების მოშველიებით უნდა მოხდეს. ეს კი ერთობ მიმზიდველი საქმიანობაა ძიების ჟინით შეპყრობილი ადამიანისთვის.
 
ამ წიგნის ავტორიც ასეთი გახლავთ – იკვლევს, იძიებს, აზუსტებს ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების დაწერის თარიღებს, მათში ნახსენებ პიროვნებათა ვინაობას, რითაც ჩვენ თვალწინ აცოცხლებს თითქმის ორი საუკუნის წინანდელ ამბებს. ამ ხნის განმავლობაში წუთისოფელს ერთობ ნაადრევად განშორებული დიდი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას მკვლევართა ინტერესი არ მოჰკლებია, მაგრამ ამოსაცნობსა და გასაშიფრს მათში რა გამოლევს! ჰოდა, გავყვეთ მაია ცერცვაძეს მისი კვლევა-ძიების გზაზე წარსულში სამოგზაუროდ!“  (ლევან ბრეგაძის წინასიტყვაობიდან)