გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941463297 |
გვერდები | 342 |
ფორმატი | 14.8/21 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ეთერ ქავთარაძემ
პარიზის ორიენტალისტური სკოლის წარმომადგენელი მარი ბროსე (1802-1880) ქართველოლოგიით პარიზშივე დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც ამ სკოლის წიაღში წარმოიშვა ამგვარი კვლევის გარდაუვალი საჭიროება.
ქართული ყოფის და სიძველეების გასაცნობად მარი ბროსე ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი საქართველოში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს დაუკავშირდა. იმდროინდელ, გუბერნიებად დანაწევრებულ საქართველოში კულტურა და ისტორია სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი აღარ იყო, მხოლოდ ცალკეულ მოღვაწეთა და სწავლულთა ენთუზიაზმის იმედად რჩებოდა. სწორედ მათთან საქმიანი ურთიერთობის შედეგად შეძლო მარი ბროსემ უმდიდრესი მასალის შეგროვება ქართულ სიძველეებზე.
ამ წიგნში შესული 201 წერილი ინფორმაციის განსაკუთრებული წყაროა და არაერთი მოვლენის ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა. ეს წერილები ცხადყოფს, რომ მარი ბროსეს დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ცალკეულ ქართულ კვლევათა სისტემატიზება. საუკუნე-ნახევრის წინანდელ ამ ბარათებს დღეს თავად აქვთ წყაროს ფუნქცია, რომელშიც იკითხება მეცნიერული ქართველოლოგიის ჩამოყალიბებისა და ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ისტორია.