გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941466571 |
გვერდები | 364 |
ფორმატი | 17x20 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
დიახ! კულტურის მთელი ისტორია ერთობ სასტიკი და დაუნდობელი ბანალურობით ხასიათდება: ‒ თუ რჩეული ხარ, ჭეშმარიტი პოეტი და შემოქმედი ხარ, ‒ ამ უპირატესობის გამო, თურმე, გამუდმებით უნდა მარტვილობდე!
ასეთი გამოცდა უდიდეს ნატურათა პრივილეგიაა. რაც უფრო დიადია სული, მით უფრო მძაფრი გამოცდა მოევლინება ხოლმე მას.
სწორედ ამგვარად ცდიდნენ თავიანთ ნებისყოფას შორეულ უდაბნოში განდგომილი დიდმოწამენი, რომელთაც კარგად უწყოდნენ, თუ როგორ აწრთობდნენ ადამიანებს კაცობრიობის უდიდეს რელიგიათა ფუძემდებლები ‒ იესო ქრისტე, მოჰამედი, ბუდა... ნებაყოფლობითი თვითგანმარტოებაც და იძულებითი დევნილობაც ჭეშმარიტი მოწამეობრიობის უტყუარი დასტურია. მთელი სამყარო დღეს კარგად იცნობს მათ სახელებს, ვისაც თავისი ფართო კულტურულ-ისტორიული მისიის გამო სამშობლოდან განდევნა ხვდა წილად.
და როგორ მქუხარედ ჟღერს დღეს ეს სახელები!