კალათა 0
8.50 L
ნინოs Notes
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 978-9941-458-80-4

გვერდები: 142

ფორმატი: 12.5x17

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


ნინო თარხნიშვილი სოციალურ პროზას წერს, დოკუმენტური ფონითა და ნატურალიზმით სავსეს, სულ სხვა, ყველაზე მწარე კუთხიდან რომ დაგანახებს შენს ეპოქაში, შენს ქალაქში, შენ გვერდით თუ ათასობით კილომეტრს იქით მომხდარ მოვლენებს, რომლებსაც, როგორც წესი, „ნიუსებიდან“ ეცნობი ხოლმე.

მის მოთხრობებში X ყოველთვის 3-ის ტოლია. დედა, მამა და შვილი იმ მარადიულ სამკუთხედს ქმნის, ყოფითი პრობლემებისა თუ სხვა შემთხვევების გამო ხშირად იშლება. ამ წიგნში მწერლის პოზიციაც იკითხება – მხატვრულად ასახოს რეალობა და დასვას აქტუალური საკითხები, რაც შემდგომში მკითხველის განსჯის საგნად უნდა იქცეს და ცხოვრებისეულ კუთხეში მიმწყვდეულს გზა დაანახოს.

ნინო თარხნიშვილის ოდები და მინიატურები ერთგვარი ცდაა თავი მოუყაროს მწერლის ჩანაწერებს, Note-ებს, 47 ქრომოსომის მქონე ბავშვისა თუ მარტოხელა დედის განცდებს, თანამედროვე მოზარდებისა და ქალების ამბებს, დასაქმებულთა თუ უპასუხო გზავნილების ავტორთა ყოველდღიურობას. კრებული შეგძრავთ.

იხილეთ ასევე