გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313134 |
გვერდები | 306 |
ფორმატი | 15x21 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„მეათე მოწმე და სხვა...“ – ესაა ვოვა სიხარულიძის სრული შემოქმედება ერთ წიგნში.
„1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები... მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი...
და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი! სენსეი, რომელიც წაკითხვისთანავე შემიყვარდა.
როცა 14 წლის წინ „მეათე მოწმე“ ჩვენს ჟურნალში – „XX საუკუნეში“ დავბეჭდე, უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი? თვითონ ვოვას სწორედ სიტყვის წინაშე უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დააწერინა ასე ცოტა...“, – ლაშა თაბუკაშვილი.