| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941458774 |
| გვერდები | 72 |
| ფორმატი | 14x18 |
| გამოცემის თარიღი | 2015 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
პოეტური ალქიმიის შედეგია სიტყვა, რომელიც საგნისა და მოვლენის არსს პირვანდელ აზრს უბრუნებს – ნატო ინგოროყვას კრებულში ამ ალქიმიის საიდუმლო პროცესსაც დაესწრება მკითხველი და შედეგსაც „იწვნევს“. ეპისტოლური განწყობის ლექსებს ერთი საერთო ადრესატი ჰყავს, ვისთვის უზენაესი, ვისთვის სატრფო, ვისთვისაც – უბრალოდ მოყვასი, ვის გამოც „ფორმაცვალებადი სიტყვა ყოფნა“ სხვა მნიშვნელობას იძენს... ვისაც გულწრფელი ვნებით მიმართავს პოეტი: „დამრგე ლეღვის ხედ, და მის ტოტებში არბენინე რძე, რომელიც დააშრე ჩემში“...
სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა – ეს ყოველივე კრებულს ლიტურგიის ფარულ მელოდიას სძენს და სიტყვიდან სიტყვაში აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს, სიყვარულის რელიგიით მსჭვალავს და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს. პოეტი ამასაც განმარტავს: „და თუ პირველად იყო სიტყვა – მე ვწერ შენს სახელს“.
ეს სახელი ჰქვია ნატო ინგოროყვას პოეზიას.