გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941312878 |
გვერდები | 274 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ასეთი წიგნები ჩვენთან დიდხანს არ და ვერ იწერებოდა. შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად ბოლო წლებში ოფიციალური ცენზურის არარსებობისა, ამ თემას მაინც დიდი ტაბუ ედო. ბოლო ხანებში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში ეს ტაბუ თითქოს მოიხსნა, ეკლესიაში მომხდარმა მოვლენებმაც ხელი შეუწყვეს თემის „გახსნას“ და ახლა ჯერი მხატვრულ სიტყვაზე მიდგა.
და აი, ჩვენ წინაშეა წიგნი, რომელშიც ბევრ ნაცნობ უცნობს შევხვდებით. მოქმედების ასპარეზი აქ იქნება „წმინდა სახლი“, რომელსაც განაგებს „მისი უაღრესობა“. ჩვენ წინაშე წარდგებიან გროტესკული პერსონაჟები, რომლებიც ზეცასა და მიწას განაგებენ: მაგალითად, ტიპი, სახელად ღმერთი, რომელიც „ვიღაცებს უჩმახებს, ვიღაცებს აჩმორებს, ყველაფერი იცის, ყველაფერს აკონტროლებს“; ან აკადემიის მამათმავალი რექტორი, სავსე ღვთისმოსაობითა და ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალით; ან მეუფე, რომელიც უფლის სიტყვასთან ერთად და ხშირად ამ სიტყვის ნაცვლად, მაკაროვის პისტოლეტითაა აღჭურვილი; მის უაღრესობასთან დაახლოებული უაღრესად გავლენიანი ქალბატონი, სახელად ნებიერა; მარად დაუვიწყარი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიურ საქმეთა რწმუნებული და მასთან მიწერილი სამარცხვინო ტელეგრამა-დაბეზღება, რომელსაც ხელს აწერს მისი უაღრესობა; ფრიად ამბივალენტური, თანამედროვე და „გამოსული“ მრევლი, მაგალითად, მორალისტი, ვეგეტერიანი და მემარხულე ქალი ელენე, რომელიც სუფრაზე მოკრძალებულად ცხვრის მეოთხე ნაჭერს მიირთმევს; ეკლესიის დიდი მოამაგის, ცნობილი ჰუმანისტისა და ქველმოქმედის, ამხანაგ სტალინის აუცილებელი სადღეგრძელო; ნახევარ მილიონიანად ღირებული იარაღი, როელიც რწმენის საქმეს მეტად თავისებურად ემსახურება; ფიზიოლოგიური ანტიკლერიკალიზმის ნატურალისტური სურათები, მაგალითად, სასწაულმოქმედ ხატზე გადარწყევა. მძღოლი ენვერი და მისი საყვარელი რადიოსადგური „შანსონი“; მოულოდნელი დიალოგები და სიტყვა-თქმები: „მისი უაღრესობა აღსარებაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს“; „თქვენი იარაღი, მეუფეო!“
ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ დიდი ხნის ნაგროვები და ნადგომი ნაკურთხი წყალი ადიდდა, რომანის გვერდებზე მძლავრად გამოქანდა და ჩვენს მრავლისმნახველ და თითქოსდა არც ისე გულუბრყვილო მკითხველს წალეკვით ემუქრება…”, – ლევან ბერძენიშვილ
ბედთან მოთამაშე
₾ 7.20 ₾ 11.95 -40%
გველები მაზუთის გუბეებში
₾ 12.30 ₾ 18.95 -35%
მანიფესტი
₾ 10.40 ₾ 15.95 -35%