გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482236 |
გვერდები | 144 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მინიატურა ამ ახალგაზრდა ავტორისთვის არამხოლოდ მხატვრული გამომსახველობის, არამედ აზროვნების ფორმაა. მინიატურის ჟანრში ის ყველაზე ლაღად და ოსტატურად ქმნის ლოგიკურ გარემოს, მერე კი ანაწევრებს მათ ალოგიკური, გნებავთ — პოეტური ქარიზმით.
თუმცა, არამხოლოდ მინიატურის, ზოგადად, მცირე პროზის ხერხების ერთგულება თორნიკე გოგნიაშვილის კრებულის მთავარი გარეგნული იერია. ამ ფორმით და ხერხებით უყვება ის მკითხველს ადამიანურ ისტორიებს, ამბებს სისუსტესა და ძლიერებაზე, მარცხზე და გამარჯვებაზე, და სიყვარულზე — რა თქმა უნდა, სიყვარულზე.
ეს ამბები თავისთავში ახალი და ვრცელი თავგადასავლების ვნებას ინახავს. ეს კი კრებულს მთლიანობას სძენს და ერთი ამოსუნთქვით გაკითხებს იმას, რასაც შესაძლოა შენ მხოლოდ ცხოვრებას ეძახი და მწერლები კი მისგან ახალ საიდუმლოებებს იწერენ და გვატყობინებენ.