მწერალი და თვითმკვლელობა

ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი)

₾ 29.50

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-454-38-7
გვერდები 592
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

 

ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა ბევრი შეცდომაში შეიყვანოს. პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი. ხოლო ამ ფენომენს სწორედ მწერალთა ბედისწერის თვალით განიხილავს. წიგნი თვითმკვლელი მწერლის კი არა, თვითმკვლელი ადამიანის შესახებაა დაწერილი.

 

წიგნის მთავარი არქიტექტურული უპირატესობა ის გახლავთ, რომ სრულებით არაა აუცილებელი, ის თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ყოველი განყოფილება და თავი დამოუკიდებელ ესეს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება წაიკითხო ან გამოტოვო. ახლავს დანართები ნოველების სახით.