| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941311802 |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| გამოცემის თარიღი | 2012 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
წიგნში წარმოდგენილი ნიმუშები უძველესი და ფერუხვი სპარსული პოეზიის ჭაშნიკად თუ გამოდგება, მაგრამ ეს მცირე ჭაშნიკიც კარგად წარმოაჩენს სპარსული პოეტური სამყაროს მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას.
კრებულში, მოყოლებული X საუკუნიდან, ანუ ახალი სპარსული პოეზიის დასაწყისიდან დღემდე, ყველა საუკუნის ჩათვლით, ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით, წარმოდგენილია ირანელ მხატვრული სიტყვის ოსტატთა (ჯალალ ედ-დინ რუმი, ჰაფეზი, საადი, ომარ ხაიამი, აბუ საიდი...) პოეტური ნიმუშები.
ლექსებიდან მეტაფორული ელვარებაც ამოანათებს, ბგერწერული მუსიკალობაც და სხვა სიტყვისმიერი სამშვენისებიც, რომლებიც ესოდენ თვალისმომჭრელს ხდის სპარსულ პოეზიას.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ