გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941314469 |
გვერდები | 428 |
ფორმატი | 16.5/19.5 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო. ამ ორერთიან ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას.“ – ივანე ამირხანაშვილი
მუჭში დამალული კენჭები
₾ 13.00 ₾ 19.95 -35%
სცენარები 1988-2014 - ზაზა ხალვაში
₾ 9.70 ₾ 14.95 -35%