მსოფლიო წესრიგი

ჰენრი კისინჯერი

₾ 22.80 ₾ 35.00 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312793
გვერდები 600
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2021
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
 
ჰენრი კისინჯერი წიგნში „მსოფლიო წესრიგი“ ღრმად მიმოიხილავს და აანალიზებს 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – როგორ შეიძლება საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესრიგი დამკვიდრდეს მსოფლიოში, რომლის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული ისტორიული წარსული აქვს და სადაც ძალადობრივი კონფლიქტები და იდეოლოგიური ექსტრემიზმი განსაზღვრავს პოლიტიკურ რეალობას.
 
ჰენრი კისინჯერი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველი, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს კი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. 
 
ჰარვარდის უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს, სხვა მრავალ ჯილდოთა შორის, 1973 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. „მსოფლიო წესრიგთან“ ერთად, საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის შესახებ, ჰენრი კისინჯერი არაერთი წიგნის ავტორია. 
 
„გასული 50 წლის განმავლობაში არავის მოუხდენია იმხელა გავლენა საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, როგორც ჰენრი კისინჯერს“, – „ფაინენშალ თაიმსი“