კომუნიზმი

რიჩარდ პაიპსი

₾ 12.00 ₾ 19.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316920
გვერდები 258
ფორმატი 13.50/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

კომუნიზმი

რიჩარდ პაიპსი „კომუნიზმი“ მკითხველს კომუნიზმის იდეოლოგიის, ისტორიისა და გავლენის ყოვლისმომცველ ანალიზს სთავაზობს. ის წარმოაჩენს კომუნიზმის განვითარებას მისი თეორიული პრინციპებიდან – პრაქტიკულ განხორციელებამდე. ამასთან, ტექსტი წარმოაჩენს კომუნიზმის საფუძველმდებარე პრინციპებს, როგორებიცაა თანასწორობა, კოლექტივიზაცია, კერძო საკუთრების გაუქმება და სხვ. წიგნში პაიპსი გვთავაზობს ანალიზს იმისა, თუ რა გავლენა იქონია კომუნისტურმა იდეოლოგიამ პოლიტიკურ მოძრაობებზე, რევოლუციებსა თუ მმართველობის ფორმებზე. ავტორის მკვეთრად ანტიკომუნისტური პოზიციის მიუხედავად, ის შეძლებისდაგვარად დაბალანსებულად გადმოგვცემს კომუნიზმის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას. მნიშვნელობა არ აქვს, მკითხველი მკვლევარია, სტუდენტი თუ უბრალოდ პოლიტიკური თეორიითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანი – „კომუნიზმი“ ყველასთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციო-პოლიტიკური იდეოლოგიის გასაგებად. რიჩარდ პაიპსი (1923-2018) ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და 1968-1978 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რუსეთი ძველი რეჟიმის მმართველობის დროს“ (1974); „რუსეთის რევოლუცია“ (1990); „რუსეთი ბოლშევიკური რეჟიმის მმართველობის დროს“ (1994).

თემა და ვარიაციები

დავით წერედიანი

₾ 10.40 ₾ 15.95 -35%

Rating details · 0 ratings · 1 reviews