გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941305603 |
გვერდები | 288 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი
კორმაკ მაკარტის რომანი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ გახლავთ იგავი – მოდერნიზებული ვესტერნი, რომელშიც ავტორი ამერიკული კრიმინალური რომანის ჩარჩოებს სცდება, თხრობას უფრო მრავალფეროვანს ხდის და ერთდროულად საუბრობს როგორც ბიბლიასავით ძველ, ისე თანამედროვე, ცოცხალ და აქტუალურ თემებზე.
თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, პულიცერის.პრემიის ლაურეატ კორმაკ მაკარტის რომანის „მოხუცების ადგილი აქ არ არის“ გმირი, ვიეტნამის ომის.ვეტერანი ლუელინ მოსი, ტეხასის მთებში ანტილოპებზე ნადირობისას.გადააწყდება ბანდიტური გარჩევის კვალს – გვამებს, ნარკოტიკებს.და კეისს ორი მილიონი დოლარით. იგი ცდუნებას.ვერ უძლებს, ფულს იღებს და გარბის.
ლუელინს აედევნება დემონური კილერი ჩიგური, ხოლო ამ უკანასკნელს ფეხდაფეხ.მისდევს შერიფი ბელი… კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა.გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და.ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი.პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო.მოიპოვა, მათ შორის ოთხი „ოსკარი“.