მემფისი

თეონა დოლენჯაშვილი

₾ 16.20 ₾ 24.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314667
გვერდები 214
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2022
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

მემფისი უძველესი და მაგიური ქალაქია, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს – ასე წარადგენს თეონა დოლენჯაშვილის რომანის, „მემფისის“ ერთ-ერთი გმირი საკუთარ გამოფენა-ინსტალაციას. ამ საპრეზენტაციო აზრის მეტაფორა კი, მთლიანად რომანის იდეასაც გამოხატავს – ურბანულ, ტექნოკრატიულ სამყაროში ადამიანის ადგილს თანდათან მის მიერვე შთაგონებული განახლების/გაახალგაზრდავების მომაკვდინებელი ისტერია იკავებს.
 
ეს ტრაგიკული სურათი ყველაზე მკაფიოდ ხელოვანთა წრეში წარმოჩნდება, იქ, სადაც ბუნებრივად ჭარბია ემოციაც, ვნებაც, ამბიციაც, ინტელექტიც... ამ წრის შუაგულშია რომანის მთავარი გმირი – ქართველი მხატვარი გოგონა, ანა, რომელიც ცხოვრების მეორე ეტაპზე ევროპაში გადასახლდება და იქ აგრძელებს შემოქმედებით თავგადასავალს. რომანის ორი შრე – თბილისური (90-იანი წლების შემზარავი, დრამატული ამბებით) და ევროპული ეპიზოდები – მემფისური სამყაროს მაღალმხატვრული ოსტატობით აღწერაში ეხმარება ავტორს; უზუსტესად და ღრმა ხედვის რაკურსებით იშლება მკითხველის წინაშე ამ სამყაროს დაუნდობლობაც და უნიკალურობაც.
 
თეონა დოლენჯაშვილის რომანი „მემფისი“ ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულია. რომანის იტალიურმა თარგმანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა იტალიელ მკითხველში.