გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941466342 |
გვერდები | 220 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
რუსულიდან თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა
ლევ ტოლსტოის კრებული „მეჯლისის შემდეგ“ ავტორის სამ მოთხრობას – „სიკვდილი ივან ილიჩისა“, „კრეიცერის სონატა“ და „მეჯლისის შემდეგ“ – აერთიანებს.
„სიკვდილი ივან ილიჩისა“ (1886 წ.) დრამატიზმით, ფსიქოლოგიური სიღრმით, სიკვდილ-სიცოცხლის ღრმა ფილოსოფიურ პრობლემებზე ფიქრითა და განსჯით ერთ-ერთი მასშტაბური ნაწარმოები – შედევრია, რომელმაც დიდი აღიარება ჰპოვა მსოფლიოს ლიტერატურაში. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი – ივან ილიჩ გოლოვინი, იმ ეპოქის სახეა, ყოველგვარ ინდივიდუალობას მოკლებული ადამიანი, ვინც გვერდზე გაუხედავად მიჰყვება ტრადიციულ-წოდებრივ კოდექსს, ცხოვრობს მაღალ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული წესებით – ამთავრებს გიმნაზიას, უნივერსიტეტს, მუშაობს, ქმნის ოჯახს, მაგრამ მისი ინტერესის სფერო მეტად პროზაულია, არ აინტერესებს საერთო სიკეთე, სრულიად გულგრილია ადამიანების მიმართ, ცოლსაც კი არა სიყვარულით, არამედ იმ განწყობით ირთავს, რომ ის მისთვის სასარგებლოა, რომ მთავარია, მისმა უფროსებმა, უმაღლესი თანამდებობის ადამიანებმა ჩათვალონ, რომ მისი არჩევანი მისაღებია...\r\n
„რეიცერის სონატა“ – ოთხმოციანი წლების ერთი ყველაზე რთული მოთხრობა, სადაც ცოლ ქმრული კავშირით შეერთებული ორი ადამიანის პირადი ტრაგედიის შესახებ არის მოთხრობილი. მწერალი მას თითქმის ორი წელი წერდა (1887-1889 წწ.), რომლის ბოლო ვარიანტამდე რვა ვერსია დაიწერა
მეოცე საუკუნის დასაწყისში (1903 წ.) ტოლსტოი წერს კიდევ ერთ პატარა მოთხრობას – „მეჯლისის შემდეგ“, რომელიც თავისი სტილური სრულყოფილებით, კომპოზიციური გამართულობით, მშვიდი ეპიკური თხრობით მწერლის გვიანი პერიოდის შემოქმედებაში ერთ-ერთ თვალსაჩინო მოვლენას წარმოადგენს. ავტორი ამ მოთხრობაში ერთხელ კიდევ ეხება ადამიანის „სულიერი დაბადების“, ადამიანის ზნეობის, პიროვნული სრულყოფილების იდეას.