მეილები ავღანეთზე

რატი მუჯირი

₾ 7.19 ₾ 11.99 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941313028
გვერდები 180
ფორმატი 13/19.5
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„მეილები ავღანეთზე“ რატი მუჯირის მეორე წიგნია და ის ჟურნალისტის პირველი ტექსტის „ჩემი სირიელი თარჯიმანის“ ერთგვარი გაგრძელებაა. რეალური ფაქტები და შიშველი ნატურალიზმი – ავღანეთის თემაზე შექმნილი უამრავი მხატვრული ტექსტის თუ ეკრანიზაციის შემდეგ რატი მუჯირი მისთვის დამახასიათებელი იუმორითა და თვითირონიით ყვება რეალურ ფაქტებს ომის სისასტიკეზე, ადამიანების ტრაგედიებზე, ზოოფილიასა და პედოფილიაზე.
 
როგორ ცხოვრობენ ომში ავღანელები, როგორია ქართული სამშვიდობო მისიის როლი საერთაშორისო ოპერაციაში, რას აკეთებდნენ კოალიციური ძალები ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში. ამბები, რასაც ავტორი აღწერს, ძირითადად 2010-2013 წლებში მოხდა, თუმცა თვითონ ტექსტი 2019-2020 წლებშია დაწერილი. წიგნში რეალობა და წარმოსახვა ბუნებრივად ცვლის ერთმანეთს და საბოლოოდ ერთ მთლიან ემოციურ და ნამდვილ ამბად ყალიბდება.