გამომცემლობა | სხვადასხვა |
---|---|
ISBN | 9789941971990 |
გვერდები | 182 |
ფორმატი | 13/20 |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მე ვხედავ
...
ძალიან დიდი ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ თითქოს ვიცოდი, რაზე ფიქრობდა ბეგი. იმდენი წელი მიყვარდა, რამდენი წლისაც იყო და კიდევ იმდენი წელი მეყვარება, რამდენსაც მე ვიცოცხლებ, მაგრამ ვერ ასდროს გავიგებ, რაზე ფიქრობდა. თუ თავისი ელამი თვალებით ვინმეს თვალი თვალში ვერ გაუყარა, არც ერთი წამით არ ნიშნავდა, რომ იმ „ვინმეს" სწორი თვალები მისაზე აღმატებული იყო. მე დედამიწელი ვარ და სირცხვილით ვამბობ, რომ მას ვაწყენინე. თვრამეტივე წლის განმავლობაში, ჩემი აზრით, სულ ვცდილობდი რომ უკეთესი გამეხადა და არასდროს დამიშვია, რომ მთელი ცხოვრება ის მხდიდა უკეთესს, ის მაუმჯობესებს ყოველთვის და ის მასწავლის, რატომ უნდა ჩავეხუტო ადამიანებს ორივე მკლავით და მთელი ძალით. არგვაძლევს ჩვენ ადამიანებს უფლებას არც ასაკი, არც სოციალური მდგომარეობა და არც სტატუსი, რომ ვინმეს არ მოვუსმინოთ. აქ ახლა ბეგის ერთ-ერთი სიმღერის ფრაზები უნდა განმევრცო და განმეხილა, მაგრამ მზე ყოველთვის ისე არ ამოდის, როგორც ჩვენ გვინდა. საძირკველიდან დაიწყო ჩემმა დედამიწამ ნგრევა, მაგრამ ბეგის გულზე დატეული მთვარით ვიცი, რომ სწორია ეს ამბავი.. „მე ვხედავ“ და ვიცი, რომ მართალია ეს ყვე ლაფერი. ბეგი უნდა არსებულიყო და მოესწრო ყველა ნაბიჯი, რითიც ჩვენ გვასწავლიდა, როგორ ვყოფილი ყავით უკეთესები. 18 წლის მზის ბიჭად დარჩენილი ბეგი ზუსტად ის ცასწავალა პატარა უფლისწულია, მთელი ცხოვრება კანკეშაზე რომ გვყავდა გაკოჭილი და ვცდილობდით მის დამარცხებას ჩვენთვის გაურკვეველ ომში.
„ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:
- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავ ალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე.“ - გოდერ ძი ჩოხელი.
თაკო კერესელიძის წინასიტყვაობიდან