მცურავი სამყაროს სევდა

გაბრიელ ტანიე

₾ 16.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318535
გვერდები 95
ფორმატი 13x19.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ეს პატარა წიგნი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავს, მკითხველო, დაწერილია ადამიანის მიერ, რომლისთვისაც კარგა ხანია, ღამე წასულია და დღე დამდგარია. ის გაცდენილია საზღვრებს, მიჯნებს, ლიტერატურულ ბორკილებსა და ნაირ-ნაირსა და თავსმოხვეულ ჩარჩოებს. მასზე ვერ იტყვი, რომ ქართველი მწერალია. მერე რა, რომ ქართულად წერს და ქართულ სიტყვასთან ჭიდილში ძერწავს თავის სათქმელს. ავტორი ამ დედამიწის შვილია და მისი შემოქმედება ეკუთვნის ამ სამყაროს, რომლის შვილები ჩვენ ყველანი ვართ: სხვადასხვა რასობრივი, ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების წარმომადგენლები. „გვაქვს უთვალავის ფერითაო“ არც ამისი მთქმელი იყო მარტო ქართული კულტურის შვილი. ისიც ყველასი იყო და ყველასი არის.