გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482267 |
გვერდები | 198 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და საყურადღებო ქართველი პროზაიკოსისა და დრამატურგის, ზაზა ასლანიძის მოთხრობები, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, წიგნის პირველსავე გვერდიდან მიიქცევს მკითხველის ყურადღებას. ეს ყურადღება კი, მწერლის აბსოლუტურად განუმეორებელი და ორიგინალური ხელწერით, ინტონაციებით, თემებით, სახეებითა და საერთო ემოციური ქსოვილით იქნება განპირობებული.
ზაზა ასლანიძე ერთ-ერთი ის ადამიანი, ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქე გახლავთ, რომელმაც საქართველოში უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში მომხდარი დადებითი და უარყოფითი (მეტწილად კი უარყოფითი) პერიპეტიები და ქარტეხილები საკუთარ მხრებზე გადაიტანა, თავისი თვალით უნახავს და საკუთარი გონებით გაუაზრებია. იგი იმ ეგრეთ წოდებულ „დაკარგულ თაობას“ ეკუთვნის, რომელთა მახსოვრობას დაღივით ამჩნევია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვლილი ჩვენი ქვეყანა.
სწორედ ამიტომაა მდიდარი ზაზა ასლანიძის პროზა დრამატიზმითა და გროტესკით, კომიზმითა და ფარსით, სიმბოლიზმითა და საოცარი სევდით, რომელიც თითქოს ნახევარტონებში იკითხება, ზოგჯერ შეფარულია
სტრიქონებს შორის, ხან კი დაუფარავად იშლება მკითხველის თვალწინ, თითქოს გიწვევს, გითრევს ბურუსით სავსე სამყაროში, თავგზას გიბნევს, გაფიქრებს, ინტრიგით გავსებს და უეცრად თითქოს გიშვებს ხელს, გტოვებს იდუმალ სამყაროში, საიდანაც თავად უნდა გამოიკვლიო გზა, გადარჩე, და ყველა შეკითხვაზე პასუხი იპოვო.
პროზაული კრებული „მაჰარაჯას ანდერძი“ ლაბირინთივითაა, საიდანაც დამოუკიდებლად უნდა გამოაღწიოთ, ან სულაც, იქ დარჩეთ სამუდამოდ − არჩევანი თქვენზეა.“ – ბაჩო კვირტია
ქელეხი-ქორწილი
₾ 11.70 ₾ 17.95 -35%
გემი დავლანდე
₾ 9.10 ₾ 13.95 -35%
მეათე მოწმე და სხვა
₾ 9.70 ₾ 14.95 -35%