გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9879941504808 |
გვერდები | 720 |
ფორმატი | 16.5/23.5 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ლადო არველაძე (1908-1975) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ემიგრანტია. ის 1942 წელს სევასტოპოლთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს ჩავარდა ტყვედ. იმყოფებოდა უკრაინის, პოლონეთისა და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, შემდეგ კი მოხვდა იტალიაში, გერმანელთა მიერ შექმნილ ქართულ ბატალიონში.
ომის დასრულების შემდეგ იტალიიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასული ლადო არველაძე აქტიურად ერთვება იქაური ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს გამგეობის წევრი, მოგვიანებით კი – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ჩვენ შემოგვრჩა ლადო არველაძის დღიური. ის საკუთარ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე მოგვითხრობს და ამის პარალელურად გამოთქვამს მოსაზრებებს ისტორიული პროცესების ირგვლივ, გვაწვდის ცნობებს სხვა ემიგრანტ ქართველებზე, მსჯელობს საქართველოს ბედზე. მასში განხილულია ავტორის თვალით დანახული მეორე მსოფლიო ომი და ომის შემდგომი ემიგრაციის წლები.
მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის – I
₾ 32.00 ₾ 39.95 -20%
მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის – II
₾ 28.00 ₾ 34.95 -20%