თავისებურია ყველა

ლუიჯი პირანდელო

₾ 17.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941527104
გვერდები 479
ფორმატი 13.5:20.5
გამოცემის თარიღი 2026
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„მე ქაოსის შვილი ვარ – და ეს არ არის მეტაფორა. დავიბადე სიცილიის ერთ-ერთ სოფელში, ჯირჯენტიში, უდაბური ტყის სიახლოვეს, რომელსაც ადგილობრივები თავიანთ დიალექტზე Càvusu-ს უწოდებდნენ, რომელიც ძველბერძნული xaoc-ის დამახინჯებაა“, – წერს ლუიჯი პირანდელო.
ლუიჯი პირანდელო (1867-1936) – იტალიელი, სიცილიელი წარმოშობის დრამატურგი, მწერალი და პოეტი, XX საუკუნის თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ლიტერატურის დარგში 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია. მისი შემოქმედება იქცა გარდამტეხ ეტაპად თანამედროვე დრამატურგიის განვითარებაში.
პირანდელოს პროზასა და თეატრში ცენტრალური ადგილი უკავია ადამიანის იდენტობის მერყეობას, ნიღბებისა და როლების თემას, რეალობის მრავალსახეობასა და ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირებას. ამ საკითხების კვლევით მან რადიკალურად შეცვალა თეატრალური თხრობა და სცენაზე ახალი დრამატული ენა დაამკვიდრა.
მის ყველაზე მნიშვნელოვან რომანებს შორისაა: Il fu Mattia Pascal („აწგარდაცვლილი მატია პასკალ“), Uno, nessuno e centomila („ერთი, არავინ და ასი ათასი“) და მრავალი სხვა, ხოლო პიესებმა – Pensaci, Giacomino! („დაფიქრდი ამაზე, ჯაკომინო!“), Sei personaggi in cerca d’autore („ექვსი პერსონაჟი ავტორის ძებნაში“) და Questa sera si recita a soggetto („ამ საღამოს სიუჟეტის მიხედვით ვთამაშობთ“) – მსოფლიო თეატრის ისტორია განსაზღვრა. პირანდელოს მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ ნოველასა და დაახლოებით ორმოც პიესას, რომელთაგან უკანასკნელი დაუმთავრებელი დარჩა.