გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941454158 |
გვერდები | 124 |
ფორმატი | 12.5x17 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ეჭვი მაქვს, კონგო ანუ ზაირი სახელსა და დიდებას არ მომიტანს; დარწმუნებული ვარ – არც მატერიალურ კეთილდღეობას. არავისთვის მიმიძღვნია მისი ნაწილიც კი. ვერც რომელიმე აქაური ნოველა დაიკვეხნის – მე რომ არ დავეწერე, ჩემს ავტორს შთაგონება გამობუგავდაო... მოკლედ, აი, ვფიქრობ და ჭკვიანური თუ დამაჯერებელი მოტივი ვერ გამიხსენებია. ამიტომ – თუნდაც ჩემზე მეტად გაგიკვირდეს – თითქოს გამოდის, რომ ეს წიგნი (მართლაც) შენთვის დაწერილა, მკითხველო.
...ამ ნოველებისგან მოსალოდნელი სარგებელი კი, ჰა-ჰა, წამკითხველის ხასიათის გაუმჯობესება იყოს. ჰაერზე არ ვამბობ – ყველა წაკითხული მაქვს, თანაც – რამდენჯერმე. ანუ შეგიძლია, სიტყვაზეც მენდო“.
(ავტორის წინასიტყვაობიდან)