გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941504723 |
გვერდები | 428 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ბავშვობა. პირველი დარტყმა. სიბნელის შიში, სიმორცხვე და რომის ძველ, უკვე არარსებულ უბნებში გატარებული ხოვრება. მეგობრები. პირველი წვრთნები. დედა, რომელიც წვრთნის განმავლობაში მის გაკვეთილებს სწავლობდა, შემდეგ კი, ვარჯიშიდან გამოსულს, ჯერ სველ თმას უშრობდა მანქანის გამათბობელზე, შემდეგ კი გაკვეთილებს უყვებოდა. დებიუტი 16 წლის ასაკში, 1993 წლის მარტის ერთ შუადღეს, „ბრეშასთან“. ბუცების „შიპებში“ გაბლანდული სპორტული შარვალი. პირველი დერბი და პირველი გოლი. დიდება. ყვითელ-წითელი ზღაპარი და ერთსა და იმავე მაისურში გატარებული ოცდახუთი წელი.
სამუდამო და ერთადერთი კაპიტანი.
ეპიკური სკუდეტო. ამბავი და ცხოვრება იმ ბიჭისა, რომელიც მუდამ გაოცებული იღიმება; რომელიც ქალაქმა აირჩია საკუთარ სიმბოლოდ, რაინდად და ღირსების მცველად. ქალაქისაგან ნაჩუქარი სიყვარულის და ქალაქისათვის თავგანწირვის ამბავი. ფეხბურთთან დამშვიდობება და სიტყვა „მშვიდობით“, რომელმაც აატირა არა მხოლოდ რომას ტიფოზები, არამედ მთელი სპორტული სამყარო. რადგან ტოტი არის თითოეული რომაელის ცხოვრების ნაწილი.
რადგან ის არის „რომა“ და ის არის რომი.
იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა