გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941494451 |
გვერდები | 1004 |
ფორმატი | 17x24.5 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ავტორისაგან
ასე არცერთი ბიოგრაფიული რომანი არ გამძნელებია, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ქრონიკის – „კალამი გოლგოთაზე“ – აღდგენისათვის რაც გადამხდებოდა.
ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, როგორ მიყვარდა ეს მწერალი და მოელოდნენ, რომ მასზეც გამოჩნდებოდა რომანი, მაგრამ... დრო გადიოდა და მიხეილ ჯავახიშვილი მხოლოდღა პერსონაჟად თუ შემოვიდოდა ამათუიმ თხრობისას. ყველაზე ვრცლად მაინც გიორგი შატბერაშვილის ცხოვრების ქრონიკაში ”ტივისხე“ მეკითხებოდნენ:
– როდის აპირებ?
და პასუხად:
– ფორმას ვეძებ... ჯერ ვერ მიპოვნია...
ძებნით კიდეც ვეძებდი, როგორ არა, მაგრამ ნაპოვნი ჯერ არა ჩანდა რა და... ნირწამხდარი თუ დავხედავდი მის წიგნებსა თუ ფოტოსურათს.
ამასობაში ილია ჭავჭავაძეზეც რომ შეიქმნებოდა ბიოგრაფიული რომანი ”მუხა უდაბნოში“, ვიგრძნობდი, რომ მიხეილ ჯავახიშვილზე წიგნი უკვე აღარ გადამედებოდა, და დასაწყისიც უკვე ხელთ მექნებოდა: იქ თავს შევიკავებდი, მიხეილი რომ გამოუჩნდებოდა ილიას ერთ უპირველეს ჭირისუფლად და მისი მკვლელების მამხილებლად და გადავწყვეტდი, ეს მღელვარე ამბები ახალი რომანისათვის შემომენახა...
ფორმა ჯერაც ვერ მეპოვნა, მაგრამ უკვე აღარ დაგიდევდი...
ასეთი რამ არასოდეს მომსვლია – ბიოგრაფიული რომანის წერისას ფორმაც და ზოგადკომპოზიციური ჩარჩოც ყოველთვის წინასწარვე მაქვს ხოლმე მოფიქრებული – ხან კანთიელი და ხანაც ცოტა ბუნდოვანი, მაგრამ საყრდენიც და თხრობის ძაფიც მუდამ ხელთ მქონია, ამჯერად კი ისე გადავეშვებოდი მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნული და სულიერი ცხოვრების შუაგულში, არ მეცოდინებოდა, საით მივდიოდი და რა როგორ უნდა გამეგრძელებინა.
თითქოს მორევში რომ ხტები და... ჰაერში ერთის გაფიქრებას თუ ასწრებ: მგონი ცურვაც არ ვიცი ისე, აქედან გამოღწევა შევძლოო... იქ ჩაყურყუმელავებული კი, სუნთქვასაც რომ ვეღარ ახერხებ, ხელსღა ჩაიქნევ: რაც მომივა, მომივაო, – და უფალსღა მიენდობი...
ეს იქნებოდა ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც წერის პროცესში – 9 აგვისტოდან 20 ნოემბრამდე – სხვა წიგნს ვეღარ წავიკითხავდი... ის კი არა, ხელშიაც აღარ ავიღებდი ერთსაც კი... ვწერდი, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნებს“, ისეთი განცდა რომ გიჩნდება, აჰადა სული სისხლში მაქვს ამოვლებულიო...
და როდესაც მოთავდებოდა და გავაცნობიერებდი, ამასობაში მგონი ფორმაც მიპოვნია-მეთქი, ისეთი შვებით ამოვისუნთქავდი, თითქოსდა მორევიდან გამომეღწიოს, თავი დამხრჩვალი რომ მეგონა... ან რაღა თითქოს... გამოვღწეულიყავ და ეგაა!..
ამის შემდეგ მდინარის მორევში უკვე ისე შემიძლია გადავეშვა, აღარც გამახსენდეს, ცურვა ვიცი თუ არა...
100 ამბავი - ოთარ ჩხეიძე
₾ 7.80 ₾ 11.95 -35%
150 ამბავი ალექსანდრე ორბელიანზე
₾ 11.70 ₾ 17.95 -35%
77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებაზე
₾ 10.40 ₾ 15.95 -35%