კალათბურთი საქართველოში – ძველი დიდებიდან ახალი მიზნებისკენ

ვაჟა სიმონიშვილი

₾ 11.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494987
გვერდები 64
ფორმატი 13x20
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

საქართველო მსოფლიო რუკაზე ძალიან პატარად მოჩანს, თუმცა ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ცხოვრობდა დიდი ხალხი, რომლებსაც მაღალი მწვერვალები აქვთ დაპყრობილი.
შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და მიზანდასახულობა – თვისებების ჩამონათვალია, რაც ქართველებს ძველ დროშიც გამოარჩევდა, კომუნისტურ ეპოქაშიც და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.
ყველაზე მკაფიოდ ისინი სპორტში ჩანან, რადგან სპორტსმენისთვის ძალიან მარტივია გულშემატკივრის აყოლიება და მსოფლიოს მასშტაბის სახელის მოხვეჭა.
კალათბურთი ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია და მდიდარი ისტორიაც აქვს. ოდითგან გვყავდა დიდი სპორტსმენები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებსაც ერთმანეთის მიყოლებით იგებდნენ და NBA-საც. ამ წიგნში სწორედ მათ ამბებს მოგითხრობთ.