პირადი წერილები

ჯეიმზ ჯოისი

₾ 16.95

Rating details · 0 ratings · 1 reviews

გამომცემლობა
ISBN 9789941445385
გვერდები
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2017
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა
 
„ჯოისი ღვთაებრივმა ცეცხლმა დაწვაო, ამბობს ფოლკნერი და, ამ წიგნში, ჩვენ წინაშეა ღვთაებრივი ცეცხლით დამწვარ-დაბუგული ჯეიმზ ჯოისი. 
 
„დუბლინელებისა“ და „ულისეს“ ავტორი, მსოფლიო პროზის გეზის განმსაზღვრელი, გოლიათი ჯეიმზ ჯოისი ამ წიგნში წარმოგვიდგება სუსტ, უღონო, შეშინებულ, მოწუწუნე კაცუნად; ის სატირა, იუმორი, ცინიზმიც რომ ვერაფერში შეჰხიდებია, ერებსა თუ სახელმწიფოებს რომ აჩოქებდა და დგას მკითხველის წინაშე ბრმა, სნეული, მარტო დარჩენილი. 
 
და იფიქრებ, ეგებ არც გამოქვეყნებულიყოო, ეს ბარათები ხომ პირადია, ძალზე პირადი, მაგრამ დასავლეთში დიდი ხანია გამოცემულია და შესწავლილიც. ალბათ მაინც საჭიროა, საჭიროა რადგან ეს სნეული, დაბრმავებული, პირადი ცხოვრების მოუწყობლობით, შვილების სნეულებითა თუ ხელმოცარულობით დაღდასმული კაცი დიდი წიგნების ავტორია, ბუმბერაზული ტვირთის ამწევი და აბა რა გასაკვირია, რომ ასეთმა ტვირთმა დაძალა.
 
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმე იტყვის სუსტი კაცი ყოფილა ჯეიმზ ჯოისიო, უილიამ ფოლკნერის ნათქვამი გაიხსენოს", –  პაატა ჩხეიძის წინასიტყვაობიდან.

დუბლინელები

ჯეიმზ ჯოისი

₾ 12.95 ₾ 19.95 -35%

Rating details · 2296 ratings · 4534 reviews