ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა

ზაზა ფირალიშვილი

₾ 3.60 ₾ 5.50 -35%

Rating details · 1 ratings · 1 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-445-99-6
გვერდები 66
ფორმატი 16x19
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ფერი ქსოვს სხეულს თუ სხეულს ბადებს ფერების ალქიმია? სხეული თითქოს მანამდეა სხეული, სანამ ფერები „თამაშობენ ამ სხეულობანას“ – აი, ბავშვები რომ თამაშობენ მეფობანას ან სახლობანას. პირველადი სიტყვა, როგორც სხივი, წარმართავს ამ თამაშს და ფერთა სიმფონიად აქცევს მას. სხეულს, როგორც ფერთა თამაშს, თითქმის არ გააჩნია კონტურები. ეს უკანასკნელი კალეიდოსკოპის რაღაც წამიერ ახირებაში იბადება და კვლავ იკარგება. წარმოიდგინეთ ცხელ წყალში ჩაყრილი ფერადი ცვილის ნაჭრების ურთიერთგადასვლა და ამ გადასვლათა შედეგად დაბადებული არამდგრადი კონტურები.
 
ადრეულ ასაკში ხშირად აღვიქვამთ საგნებს, როგორც ფერთა თამაშს, თუმცა კი შემდეგ ეს შთაბეჭდილება თანდათან ფერმკრთალდება და „უფროსული“ გამოცდილებაც სოციალურ სიცხადეთა პროკრუსტეს სარეცელზე განთავსებით ბავშვურ ინტუიციებს სდევნის.