თარგმანი და ორიგინალი

ლევან ბრეგაძე

₾ 9.10 ₾ 14.00 -35%

Rating details · 0 ratings · 2 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445651
გვერდები 332
ფორმატი 14.8/21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ლევან ბრეგაძის „თარგმანი და ორიგინალი“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნია. უპირველესად იმის გამო, რომ პროფესიონალი კრიტიკოსისა და მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის გამოცდილება, ინტერესების მრავალფეროვნება და უამრავი სიღრმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი.
 
ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უბნის – ქართულად და ქართულიდან თარგმნილი ნაწარმოებების – მიუკერძოებლად შეფასებას ისახავს მიზნად კრიტიკული წერილების ეს კრებული. 
 
დღეს „კარგ ტონად“ ითვლება ხმამაღლა და დანანებით თქმა, რომ საქართველოში სალიტერატურო კრიტიკა არ არსებობს. ეს უარგუმენტო ნიჰილისტური ფრაზა, სინამდვილისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამომხატველი, უკვე მომაბეზრებელი გახდა. თუნდაც ეს წიგნია იმის დასტური, რომ ამ სფეროში ისე სავალალოდ სულაც არა გვაქვს საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოადგინონ.

ლევან ბრეგაძის "თარგმანი და ორიგინალი" მრავალმხრივ მნიშვნელოვანიწიგნია. უპირველესად იმის გამო, პროფესიონალი კრიტიკოსისა მთარგმნელის მიერაა დაწერილი. იშვიათია ასე ბუნებრივად ერწყმოდეს ერთმანეთს ავტორის სიღმისეული საკითხის მარტივად, ფართო მკითხველისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი.