გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313370 |
გვერდები | 568 |
ფორმატი | 14,50/21 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსის ჩარლზ დიკენსის უაღრესად მდიდარ შემოქმედებაში თავისებურ მარგალიტად მოჩანს ეს ორიგინალური წიგნიც: „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“, რომლის მნიშვნელობაც მრავალმხრივია და განუზომელი. პირწმინდად საგანმანათლებლო დანიშნულების გარდა, ისტორიულისა და ლიტერატურულის, ფილოსოფიურად და ფსიქოლოგიურადაც რომ ძალიან გამოადგება ახალგაზრდა მკითხველს.
დიკენსი ხომ ერთი საუკეთესო, წარმტაცი მთხრობელია, რომლის შემოქმედების საკმაო ნაწილიც სწორედ ყმაწვილებისთვისაა გამიზნული, მათთვისაც მოუწყინარ საკითხავად რომ რჩება. ბავშვის სულის მესაიდუმლემ ჩინებულად იცოდა ამ სულის ყოველი კუთხე-კუნჭული და ამიტომაცაა მის რომანებში ამდენი ბავშვი-პერსონაჟი.
დიკენსს საუკეთესო ისტორიკოსებიც ძნელად შეედრებიან თავისი მშობლიური ქვეყნის ისტორიული მოვლენების ცოდნითა და გააზრებით, და მითუმეტეს – ისტორიის სულის, მისი ფილოსოფიის შეცნობით. ეს სული ინგლისური მოდგმისა ხელშესახებად, ჩვეული ენაწყლიანობით მოაქვს არამარტო ბავშვებთან, არამედ ყველა თაობის მკითხველთან, მითუმეტეს – მოაქვს არამარტო ერთი, თუნდ მრავალმხრივ გამორჩეული ქვეყნის თავგადასავალი, არამედ მთელი კაცობრიობის ცხოვრებასაც აირეკლავს...
ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური
₾ 12.60 ₾ 20.95 -40%
ინგლისის საყმაწვილო ისტორია
₾ 15.00 ₾ 24.95 -40%