იისფერი ჰიბისკუსი

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

₾ 17.50 ₾ 29.95 -42%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312557
გვერდები 326
ფორმატი 14.5X20.5
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია.

 

წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...

 

ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა