გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941445850 |
გვერდები | 232 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ლაზიკის ომი (541-562 წწ.) გვიანანტიკურ ხანაში ირან-ბიზანტიის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთი იყო. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I და ირანის შაჰი ხოსრო I ანუშირვანი – VI საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი მმართველები, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში გაბატონებისთვის იბრძოდნენ.
სამხედრო დაპირისპირების არეალი თანამედროვე დასავლეთ და ისტორიულ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. ომში აქტიურად იყო ჩართული თვითონ ლაზიკის სამეფო, რომლის მეფე გუბაზ II სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იცვლიდა პოლიტიკურ ორიენტაციას და ხან ერთ, ხანაც მეორე მებრძოლ მხარეს ემხრობოდა. ლაზიკის ომის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები მდიდარ ინფორმაციას შეიცავს ეპოქის პოლიტიკური თუ სოციალური ისტორიის შესასწავლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სამხედრო ისტორიისთვისაა.
წიგნში შესწავლილია ლაზიკის ომის ლანდშაფტი, სივრცე და რესურსები; ომის მონაწილე მხარეების არმიების ორგანიზება, აღჭურვილობა, მასშტაბები, სტრატეგია და ტაქტიკა, განსაკუთრებით კი – სამხედრო ლოჯისტიკა. ასევე წარმოდგენილია პროსოპოგრაფიული კვლევა ლაზიკის ომში მონაწილე ბიზანტიელი მხედართმთავრების შესახებ და ომის ორი საკვანძო ბრძოლის – პეტრას ალყისა და ცხენისწყალთან მომხდარი საველე ბრძოლის ვრცელი განხილვა.
თხზულებანი (ტომი X) - ექვთიმე თაყაიშვილი
₾ 19.50 ₾ 29.95 -35%
აფხაზეთის ტოპონიმია
₾ 18.00 ₾ 29.95 -40%