გაუდაბურება

აბდულრაზაკ გურნა

₾ 16.80 ₾ 27.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317170
გვერდები 376
ფორმატი 14/20
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და აკადემიკოსის, აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში ლტოლვილი ადამიანის ხვედრია წარმოჩენილი. ის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა და იზრდებოდა. სამშობლოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბრიტანეთში გადასახლებულიყო. „გაუდაბურება“ აღმოსავლეთ აფრიკის ერთ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული და იქიდან გახიზნული ადამიანების ყოფას აღგვიწერს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა რეანას ქალაქში უცაბედად გამოჩენილი ინგლისელი სწავლული, მარტინ პირსი შეუყვარდება და მასთან რომანს გააბამს. ათწლეულების შემდეგ მათი უკანონო შვილიშვილი ჯამილა ორი ძმის, ამინის და რაშიდის ცხოვრებაში გამოჩნდება. რაშიდი ინგლისში სასწავლებლად ემზადება და ვერ ამჩნევს, როგორ ცვლის უფროს ძმას სიყვარული. გადის კიდევ ათეულობით წელიწადი და უცხო ქვეყანაში გადახვეწილი რაშიდი წარსულის კვლევა-ძიებას იწყებს.

ამ სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიით ავტორი ოსტატურად ასახავს კოლონიალიზმის გავლენას პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე.

2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა შორის გაჩენილ უფსკრულში დარჩენილი ლტოლვილის ბედისა და კოლონიალიზმის შედეგების მოურიდებლად და თანაგრძნობით წარმოჩენისთვის"