| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941310676 |
| გვერდები | 164 |
| ფორმატი | |
| გამოცემის თარიღი | 2019 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნში ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას. ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“
არადა, კონკრეტული ადრესატი არ არსებობს. ავტორი წერს იმაზე, რაც სულ იყო და სულ იქნება; რაც ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია იზმირის სანაპიროზე. და იზმირი სულაც არაა გაქცევა, უფრო – საკუთარ თავთან შერიგებაა. გადაიტან – ჰპირდება ავტორი საკუთარ გმირს, ელენს, რომელიც გულგახეთქილი კითხულობს: შეიძლება, რომ სიყვარულისგან მოკვდეს ადამიანი?
ჩვენ აუცილებლად გვეტკინება, მიგვატოვებენ, მოგვიკვდება გამზრდელი ბებია, გაგვიჩნდება ნაოჭები, დავკარგავთ კბილებს და ხანდახან – ორიენტირებსაც, მაგრამ სანამ ტკივილის განცდას შევძლებთ, ესე იგი ვისუნთქებთ კიდეც. და სანამ ვსუნთქავთ, როგორც ლეო ამბობს ამ წიგნში, აზრი ყოველთვის აქვს ფაფხურს.
გასტონის კრეპერია
₾ 7.80 ₾ 11.95 -35%
სახლი არ შეიყვარო
₾ 6.50 ₾ 9.95 -35%