გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941316791 |
გვერდები | 166 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ქართველი დრამატურგის, გუგა მგელაძის „განგაშის პოეზია“, თანამედროვე ლიტერატურაზე, ავტორებზე გვიყვება და მათი შემოქმედების ახლებურ გააზრებას გვთავაზობს. ცდილობს მკითხველს სხვა პრიზმით უჩვენოს სტილი, ფორმა, ემოცია, სიღრმე და ხედვა, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის პოეტებს, მწერლებს რომ გამოარჩევთ წინამორბედებისგან.
გუგა მგელაძე საუბრობს სიტყვის, მეტაფორების, აზრების გადმოცემის ევოლუციურ ხერხებზე, მიგნებებზე. სჯერა თითოეულის განსხვავებულობის, ინდივიდუალიზმის, იმის, რომ ეს ყველაფერი ბევრად მეტია, ვიდრე მასკულტურა, „პაპსა“ და ხმაური.
დრამატურგს არ მოსწონს ცალკეული მკვლევრის აგრესიული, ზოგჯერ აგდებული დამოკიდებულება ამ ავტორების შემოქმედების მიმართ და დარწმუნებულია მათი გადაფასებისა და აღიარების აუცილებლობასა და გარდაუვალობაში.
ეს წიგნიც ამის მცდელობაა. მასში თავმოყრილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პლატფორმებზე გაბნეული ჩანაწერები დავით წერედიანზე, ვახტანგ ჯავახაძეზე, ლია სტურუაზე, ლაშა ბუღაძეზე, თემურ ჩხეტიანზე, ნინო ხარატიშვილზე, ანდრო ბუაჩიძეზე, გურამ მაცხონაშვილსა და სხვა მწერლებზე, პოეტებზე, მთარგმნელებზე.
გუგა მგელაძე ზოგიერთ ავტორთან ინტერვიუებსაც გვთავაზობს, რომელშიც ისინი თანამედროვე ლიტერატურის, მწერლობის გამოწვევებზე საუბრობენ, წიგნის გავლენაზე, შეფარულ ქვეტექსტებსა და ახალ გზავნილებზე მკითხველისთვის.
„განგაშის პოეზია“ იმის დასტურია, რომ მხოლოდ ერთი გენიოსი შემოქმედი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ იქნება მთელი მეოცე საუკუნის საპირწონე, და რომ სიტყვის, აზრის, გამოხატვის მენტალური ტრანსფორმაცია, ახალი ხელოვანი ადამიანების ხელშიც შესაძლებელია, თანაც არანაკლებ.
გასტრონომიული სიზმრები
₾ 18.60 ₾ 30.95 -40%
გამოზამთრება
₾ 9.70 ₾ 14.95 -35%
ლიტერატურული წახნაგები – დოსტოევსკიდან ბორხესამდე
₾ 11.40 ₾ 18.95 -40%