განძის თეატრი _ ოქროს ხმალი _ წიგნი II

ნინო სადღობელაშვილი

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · 1 ratings · 3 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941466854
გვერდები
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ხომალდები დიდ საიდუმლოებებს მალავენ, მით უმეტეს, თუ ისინი ვიღაცამ ხმელეთზე ამოათრია და ათასნაირი საქმისთვის იყენებს.
 
 
აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ საიდუმლოებებს ვინმე ხმელეთის ხომალდზეც მოაკითხავს და, სწორედ აქედან დაიწყება მთავარი თავგადასავალი.
 
რა აკავშირებს ერთმანეთთან დეა-დედოფლის ბროლის სასახლის იდუმალ ამბებს და ბათუს? როგორ უნდა გადალახოს მან წყალქვეშა ლაბირინთები, ოქროს ხმლის მოსაპოვებლად?
 
ამ ყველაფერს თავისი პასუხებიც აქვს, სველ და თავბრუდამხვევ ამბებთან ერთად. გაჰყევით ბათუს, თაიას და მათ ახალ მეგობრებს, იმოგზაურეთ და ერთად გაუმკლავდით ხიფათებს. ვინ იცის, იქნებ თქვენ უფრო ყოჩაღად და მოხერხებულად მოქცეულიყავით, თუკი ოდესმე თქვენც მიიღებდით წერილს დაკარგული ქალაქიდან, ამ წერილის ბოლოში კი თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ერთი წვეთი ცრემლი იქნებოდა წერტილის ნაცვლად დაწვეთებული?..


ურჩობისა და პატივმოყვარეობისთვის დასჯილი ამირანი თეთრმა კაცმა კლდის ძირში, სიცოცლის ხის გადანაჭერზე მიაჯაჭვა. ხემ ფესვი მაინც გაიდგა და ზღვიდან ხმელეთამდე მოიცვა მთელი დედამიწა. ყლორტებად კი უცნაური და იდუმალი ამბები ამოიყარა, რომლებმაც ერთმანეთთან სრულიად უცხო ადამიანები დააკავშირა. სწორედ ამ უხილავ ფესვს უნდა გაჰყვნენ წითელთმიანი გოგონა თაია და დაკარგული ქალაქის ბინადარი ბათუ, რათა საუკუნეების წინანადელი წყევლა აარიდონ მინდიას შთამომავლობას..