განძის თეატრი _ შვიდი სიმღერის საიდუმლო

ნინო სადღობელაშვილი

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

Rating details · 3 ratings · 6 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941458224
გვერდები 330
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

ურჩობისა და პატივმოყვარეობისთვის დასჯილი ამირანი თეთრმა კაცმა კლდის ძირში, სიცოცხლის ხის გადანაჭერზე მიაჯაჭვა. ხემ ფესვი მაინც გაიდგა და ზღვიდან ხმელეთამდე მოიცვა მთელი დედამიწა. ყლორტებად კი უცნაური და
იდუმალი ამბები ამოიყარა, რომლებმაც ერთმანეთთან სრულიად უცხო ადამიანები დააკავშირა.
 
სწორედ ამ უხილავ ფესვს უნდა გაჰყვნენ წითელთმიანი გოგონა თაია და დაკარგული ქალაქის ბინადარი ბათუ, რათა საუკუნეების წინანდელი წყევლა აარიდონ მინდიას შთამომავლობას... ამ გზაზე კი ისინი მეგობრებსაც გაიჩენენ – მათ, ვისაც ამირანის შვიდი სიმღერის საიდუმლოზე სმენიათ და მთელი გულით სჯერათ, რომ თუ თითოეული
სიმღერის ნაკვალევს სწორად გაივლიან, თეთრი კაცი დაინდობს ამირანსაც და მთელს სამყაროსაც წყვდიად-ბაალის რისხვისაგან. მით უფრო, რომ თითო სიმღერა თითო ცოდვის გახსენებაა, ეს ხსოვნა კი ადამიანების გულს წყაროს წყალივით წმენდს და სიცოცხლის ძალას ანიჭებს.
 
და, რაც მთავარია, ყველაფერი მდინარით გამიჯნული ქალაქის ძველი თეატრიდან იწყება!.. და როგორც ყველა ნამდვილი ამბავი, – მასშივე ბოლოვდება! ხოლო ის, თუ რა კავშირია თეატრსა და ამ უცნაურ ამბებს შორის, წიგნში მოგზაურობისას შეგიძლიათ წაიკითხოთ.


ურჩობისა და პატივმოყვარეობისთვის დასჯილი ამირანი თეთრმა კაცმა კლდის ძირში, სიცოცლის ხის გადანაჭერზე მიაჯაჭვა. ხემ ფესვი მაინც გაიდგა და ზღვიდან ხმელეთამდე მოიცვა მთელი დედამიწა. ყლორტებად კი უცნაური და იდუმალი ამბები ამოიყარა, რომლებმაც ერთმანეთთან სრულიად უცხო ადამიანები დააკავშირა. სწორედ ამ უხილავ ფესვს უნდა გაჰყვნენ წითელთმიანი გოგონა თაია და დაკარგული ქალაქის ბინადარი ბათუ, რათა საუკუნეების წინანადელი წყევლა აარიდონ მინდიას შთამომავლობას..