გამოსვლის წიგნი

ირაკლი კაკაბაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314582
გვერდები 98
ფორმატი 12.5X19
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

იაკი კაბეს (ირაკლი კაკაბაძე) წიგნი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის სრულიად განსხვავებული მხრიდან დანახვის მცდელობაა. წიგნის მთხრობელი თერთმეტი წლის მოზარდია, რომელიც ბებია-ბაბუასთან დაბა განთიადში იზრდება. დრამატული და ტრაგიკული ამბების უწყვეტ სერიას სწორედ ის გვიყვება, მაგრამ რომანში არც ერთგან არ ისმის მისი ხმა – იგი მხოლოდ დამკვირვებელია და სხვათა ნათქვამის გამხმოვანებელი.
 
2020 წელს თურქულად ნათარგმნი „გამოსვლის წიგნი“, თურქეთში, წიგნების მაღაზიათა ქსელმა – „პანდორამ“ ბესტსელერების სიაში შეიყვანა. 2022 წლის ბოლომდე წიგნი ეგვიპტეში გამოიცემა.
 
„ძალიან მძაფრი ამბავია თავისი თხრობის სტილით, შეგრძნებებით. აქ განთიადსაც თავისი სუნი აქვს, ეს არის სუნებით, გემოებით დანახული ამბავი. ვინც არ ყოფილა მდუმარე ბავშვი, მისთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ატარო ასეთი ამბავი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ამბებს არა მხოლოდ გონებით, სხეულითაც ინახავენ. მთლიანად სხეულის ენით არის მოყოლილი ეს ამბები. ვიზიარებ იმ ტკივილს, რომელიც ამ წიგნშია. როდესაც ადამიანი იწყებს წერას, ის წერას იწყებს ერთი დიდი სათქმელით, ზოგი ახერხებს ამას ერთი ტექსტით. ძალიან მიხარია, რომ ირაკლიმ შეძლო ამ წიგნის დაწერა და ამ ტკივილისგან გათავისუფლება“, – რუსუდან რუხაძე.
 
„მას შემდეგ რაც ირაკლი კაკაბაძე აღმოვაჩინე, ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი მის შემოქმედებას, მაგრამ ეს მცირე რომანი, ძალიან განსხვავებულია და ირაკლის სხვა ტექსტებს, უბრალოდ არ ჰგავს. ეს არ არის უბრალო რომანი, სინამდვილეში ჩვენი უახლესი ისტორიაა, რომელიც იმდენად ოსტატურადაა მოყოლილი, რომ ამ შთაბეჭდილებისგან, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდები. და მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათიანი წლების შესახებ ბევრი რამ ითქვა, ეს მაინც ძალიან მრავლისმთქმელი ტექსტია აფხაზეთის ომზე...“, – დათო ტურაშვილი.
 
„წიგნმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, კითხვისაგან ასეთი ესთეტიკური სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია. ეს არის არაჩვეულებრივი, უნიკალური და მნიშვნელოვანი წიგნი პატარა ბავშვის სამყაროს ნგრევაზე, მოზღვავებულ ბოროტებაზე, განწირულობაზე, იმაზე, თუ როგორ არ უნდა დანებდე გასაჭირს. წიგნი ირაკლის ძალიან ბევრ კეთილისმსურველს და ბევრ მოშურნესაც გაუჩენს...“, – გიორგი კაკაბაძე.
 
„მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის პერსონაჟი ბავშვია. ის გვიყვება ყველაფერს, რაც მის თვალწინ მოხდა… ამბები ერთი მეორეს ენაცვლება. აქ მოთხრობილია აფხაზებისა და ქართველების ცხოვრების ამბავი, ავტორი ყველას ბედს სწვდება, ბავშვის ენით ჰყვება და ვერსად იპოვით ყალბ სტრიქონს. წიგნი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია. აღსანიშნავია, რომ „გამოსვლის წიგნი“ ირაკლიმ მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერა. ბევრი სირთულის მიუხედავად მან მოახერხა, მკითხველი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნით გაეხარებინა“, – ზვიად კვარაცხელია.


სამწერტილები

ირაკლი კაკაბაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews