გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-31-766-8 |
გვერდები | 552 |
ფორმატი | 145/205 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნში თავმოყრილია ალექსანდრე (კახა) ლომაიას სხვადასხვა დროის პუბლიკაციები და აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები. ავტორის ვრცელ წინასიტყვაობასთან ერთად, წიგნში შეტანილია პუბლიცისტური წერილები პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების რეფორმის საკითხებზე; საჯარო და დიპლომატიური სამსახურის პერიოდის ინტერვიუები და გამოსვლები; ჩანაწერები. წიგნის დანართში შესულია საქართველოს განათლების რეფორმის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო პუბლიკაციის თარგმანი.
[კორუფციის მამხილებელი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ] განათლების ახალ მინისტრს, „ვარდების რევოლუციონერ“ ალექსანდრე ლომაიას სრული საფუძველი ჰქონდა ამ სისტემას შებრძოლებოდა. განათლების სისტემის მოდერნიზაციას საფუძვლად დაედო მასშტაბური კანონები უმაღლესი განათლებისა (2004) და ზოგადი განათლების შესახებ (2005). ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა შეცვალა კორუმპირებული მისაღები გამოცდები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მკაცრი სააკრედიტაციო პირობები დაუწესდათ... საბჭოთა ტრადიციასთან რევოლუციური წყვეტის ნიშნად, პირველად ქვეყნის ისტორიაში საჯარო სკოლების დირექტორები აირჩიეს მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან შემდგარმა სამეურვეო საბჭოებმა. სამეურვეო საბჭოებს აგრეთვე მიეცათ უფლება გაეკონტროლებინათ სკოლის ბიუჯეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება.
სტივენ ჯონსი
„საქართველო: პოლიტიკური ისტორია, დამოუკიდებლობიდან დღემდე“
ალექსანდრე ლომაიამ ბოლო მოუღო მექრთამეობას უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე, და დაამკვიდრა ერთიანი ეროვნული გამოცდები; საქართველოში გაცემული აკადემიური ხარისხები შესაბამისობაში მოიყვანა ბოლონიის სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ მას თანამდებობიდან წასვლა მოუწია, მან მემკვიდრეობად სწრაფად განვითარებადი საუნივერსიტეტო სექტორი დატოვა.
დონალდ რეიფილდი
„იმპერიათა ზღვარზე: საქართველოს ისტორია“
ОТ МАРОККО ДО ИНДИИ, ГРУЗИНЫ, ЗАТЕРЯННЫЕ НА ЧУЖБИНЕ XVII-XIX ВВ.
₾ 15.00 ₾ 24.95 -40%
КАВКАЗ – МЕМУАРЫ О ДВЕНАДЦАТИЛЕТНЕЙ НЕВОЛЕ
₾ 30.00 ₾ 49.95 -40%