ეს მე ვარ – ფიროსმანი

კალათაში დამატება
კატეგორია: პროზა
გამომცემლობა: არტანუჯი
ISBN: 978-9941-421-85-3
გვერდები: 250
ფორმატი: 14.8x21
გამოცემის თარიღი: 2016
ყდა: რბილი
სტატუსი: გაყიდვაშია
შორენა ლებანიძის წიგნი „ეს მე ვარ – ფიროსმანი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. რომანი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს. ოღონდ ავტორის წარმოსახვა ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებულ დოკუმენტურ მასალებს, მონოგრაფიულ-საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ რეალურ ცნობებს ემყარება. რომანის ძირითადი არსია იდუმალებით მოცული დიდი ხელოვანის მარადიული ძიების პროცესის ასახვა. ძიებისა, რომელიც ფიროსმანის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღემდე გრძელდება.