ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი

უილიამ შექსპირი, უოლტ უიტმენი, რადიარდ კიპლინგი, მარინა ცვეტაევა, ბორის პასტერნაკი

₾ 6.50 ₾ 9.95 -35%

Rating details · 1 ratings · 1 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941458699
გვერდები 228
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

წიგნი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის ხუთი პოეტის – უილიამ შექსპირის, უოლტ უიტმენის, რადიარდ კიპლინგის, მარინა ცვეტაევას და ბორის პასტერნაკის ხუთი შედევრის ქართულ თარგმანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობის პოეტებმა შეასრულეს. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ კრებული ქართული მთარგმნელობითი სკოლის მნიშვნელოვან აქცენტებს წარმოაჩენს, ქმნის მრავალფეროვან სურათს, თუ როგორია ამა თუ იმ შედევრის ქართული აღქმა და რა დამოკიდებულებით ეპყრობიან ქართველი ავტორები მათ თარგმანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული შედევრის თარგმანებს მოსდევს კრიტიკული წერილი, სადაც დაწვრილებითაა განხილული ყოველი თარგმანის ლიტერატურული ფასეულობა და ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს მკითხველისათვის, რომ უკეთ შეაფასოს თითოეული მათგანი ცალ-ცალკეც და ერთობლიობაშიც.

კრებულში თავმოყრილი თარგმანები ერთგვარად აჯამებს ქართულ მთარგმნელობით ტრადიციებს და სრულყოფილად წარმოაჩენს მკითხველის წინაშე როგორც ცნობილი მთარგმნელების, ასევე ჯერ კიდევ უცნობი ავტორების თარგმანების სახით.