ექსოდოსი

ზურაბ ქარუმიძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316623
გვერდები 92
ფორმატი 13/19.5
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

Exodus – ქართულად „წიგნი გამოსვლათა“, ძველი აღთქმის ის ნაწილია, რომელშიც ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლა და ორმოცწლიანი ხეტიალია აღწერილი. და, რა თქმა უნდა, წიგნს, რომელშიც საქართველო „ცარცით მოხაზულ წრეში დგას და აქეთ-იქიდან ორნი ექაჩებიან გასაგლეჯად – პოლიტიკური ობერონი და ფინანსური ტიტანია...“, შემთხვევით არ ჰქვია ეს სახელი.
 
მთავარი გმირის თავგადასავალი ძალიან ჰგავს მისი სამშობლოს ამბავს, რომელიც თავისი „ეგვიპტიდან“ გამოდის, მაგრამ ვერ გამოსულა, აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია. იმ „ეგვიპტიდან“, რომლის სიმბოლოც ორთავიანი არწივია. ის „ვერ დაფრინავს, რადგან, როგორც კი აფრენას მოინდომებს, ერთი თავი იქით ექაჩება, მეორე კი – აქეთ, ერთი – დასავლეთით, მეორე – აღმოსავლეთით. ამ არწივს ცალი ფეხით ნაჯახი უპყრია, ხოლო მეორით – ჯვარი. დროდადრო იგი საკუთარი თავის დანახვას ცდილობს, მაგრამ, როგორც კი მისი თავები ერთმანეთს შეხედავენ, ეგრევე იწყებენ ერთმანეთის კორტნას და მიდის დიდი არეულობა: იწყება კურთხევა ნაჯახით და თავის გახეთქვა ჯვრით! როგორ გითხრა: ესაა ნაჯახის ტოტალური კულტი, საცა წმინდა ჯვარიც ნაჯახის ფუნქციას ასრულებს, ანუ ამათი სალოცავი ესაა – ნაჯახზე ჯვარცმული მშიერი ახალგაზრდა იდიოტი, რომელმაც მამის მკვლელობა ჩაიდინა, იმის დასტურად, რომ მშვენიერება იხსნის მსოფლიოს!“
 
წიგნის მთავარი გმირიც, რომელსაც ამ პოსტმოდერნისტული თამაშებით, ალუზიებითა და ინტერტექსტებით მდიდარ ტექსტში მეგზურად თვალებდათხრილი ვირისთავი მოევლინება, გრძელ, მძიმე გზას გადის საკუთარი თავის გადასალახად და მასში ჩაბუდებული შიშებისგან გასათავისუფლებლად. ამ გზის ბოლოს ინიციაციის უკანასკნელი საფეხურია – ვირისთავი მას თვალებს დათხრის. ამის შემდეგ კი გმირს ყოვლისმცოდნე მთხრობელი ანაცვლებს და ბოლო ნაწილში სწორედ ის გვიამბობს სახედარზე შემჯდარ ხნიერ მამაკაცზე, რომ განკურნებულა და თავიდან უპოვია საკუთარი თავი.


ჯაზის ცხოვრება

ზურაბ ქარუმიძე

₾ 15.00 ₾ 24.95 -40%

Rating details · ratings · reviews