გამომცემლობა | სხვადასხვა |
---|---|
ISBN | 9789941813139 |
გვერდები | |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
"ახლა იოლია ამის თქმა, მაგრამ მაშინ ამას ვერავინ გაიგებდა: ვერგილიუსმა პოსტმოდერნიზმის პირველი შედევრი შექმნა. საწყისად ჰომეროსის "ილიადაც" აუღია და "ოდისეაც", მითოლოგიურ კრებულშიც ჩაუხედავს . ბერძნული ტრაგედიებიც შეუსწავლია და კომედიებიც. — ასე დაიბადა საბერძნეთიდან და ჰომეროსის პოემებიდან "ენეიდა", შემდგომში "ენეიდადან" — "ღვთაებრივი კომედია", "ილიადადან", "ოდისეადა" და "ენეიდადან" — "ულისე" "ომი და მშვიდობა" და ასე შემდეგ დაუსრულებლად. ვერგილიუსმა ჰომეროსი "შეავსო" ტროის ამბების მოყვარულებმა "ენეიდიდან" მეორე მხრიდან დანახული ომის გარდა თვალნათლივ დავინახეთ ტროის უზარმაზარი ცხენი, ზღვიდან ამოსული გველებისგან დაკბენილი ლაოკიონი და მისი ვაჟები. დანტეს "ჯოჯოხეთის" მერვე გარსის ღვიძლი მკვიდრის, სინიონის, ავანტიურა და ჰომეროსის კალმის ღარსი დიდო და კამილა.
რომში უკვე ყველამ იცოდა, რომ მალე საკუთარი ჰომეროსი ეყოლებოდაღ, რომაული პოეზიის მომავალი გრანდიოზული ძეგლისთვის ვერგილიუსის თანამედროვეს, ოღონდ ნაკლებ პოეტს, სექსტუს ავრელიუს პროპერტიუსს, წინასწარ ასე მოუმზადებია მარალი პიედესტალი (ელეგიები. წიგნი მეორე. სტრ 65-66)
Cedite Romani scriptoras, cedite Gari,
Nescioquid maius nascitur Iliade.
გზა დაუთმეთ, რომაელო მწერლებო, გზა დაუთმეთ, ბერძნებო,
რაღაც ილიადაზე უფრო დიდი იბადება.
ლევან ბერძენიშვილი
"ორიოდ სიტყვა ენეიდაზე"