გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941238772
გვერდები 572
ფორმატი 13.00 X 20.00
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

„ხმელეთზე გადმოსულს (იესოს) შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა... ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი.“ – ახალი აღთქმის ეს ცნობილი პასაჟი ეპიგრაფად უძღვის უილიამ ბლეტის ამ რომანს. თუ რატომ, ამას მკითხველი სათაურითვე ადვილად მიხვდება. ავტორის თქმით, სადღაც მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის სხვა სამყაროა და მისი შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ადამიანი უძლურია, თუ ეს სამყარო თავის წარმომადგენელს დედამიწაზე გზავნის და მოზარდის სხეულში შეასახლებს. სწორედ მაშინ დაისმის კითხვა: სად მთავრდება რეალობა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის? ამ კითხვაზე საიტერესო პასუხს გვთავაზობს უილიამ პიტერ ბლეტი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ფსიქიკაზე მოქმედ დემონებზე, თავად კი მსგავს ლიტერატურას არასოდეს კითხულობდა.
წიგნის მიხედვით 1973 წელს გადაიღეს ფილმი, რომელმაც არაერთი, მათ შორის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.