რამსფელდის წესები

დონალდ რამსფელდი

₾ 16.20 ₾ 24.95 -35%

Rating details · 546 ratings · 1241 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478499
გვერდები 345
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ

დონალდ რამსფელდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა ბოლო პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყნის ისტორიაში ის მეორე თავდაცვის მდივანია, რომელიც ყველაზე დიდხანს იყო ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე და წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს სამ პრეზიდენტთან (ფორდი, ნიქსონი, ჯორჯ ბუში-უმცროსი). „რამსფელდის წესები“ აერთიანებს ერთი ადამიანის უნიკალურ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენებისა და სხვადასხვა დარგის მენეჯერებისთვის. გთავაზობთ ავტორის წინასიტყვაობას, რომელიც მან საგანგებოდ ქართველი მკითხველისთვის დაწერა:

 „რამსფელდის წესები“ – 1974 წელს ასე დავარქვი მნიშვნელოვანი გაკვეთილების კრებულს, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სახელმწიფო სამსახურსა თუ ბიზნესში მოღვაწეობისას რომ შევაგროვე. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც დიდი ხანია დაინტერესებულია და გულშემატკივრობს საქართველოს და მიხარია, რომ ქართველებს მიეცათ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე წაიკითხონ ჩემი სასარგებლო მოსაზრებები.

სიამოვნებით ვიხსენებ ვიზიტს საქართველოში, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი გახლდით, ასევე შედარებით ბოლოდროინდელსაც და კვლავაც მოხარული ვარ, ჩვენს ორ ერს განსაკუთრებული მეგობრობა რომ აკავშირებს. კვლავინდებურად პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს სურვილს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საქმეში, როგორც სამხედრო თანამშრომლობით, ისე სხვა გზითაც.

ყველა ქვეყანა თავის გზას ირჩევს. საქართველო ქების ღირსია, რადგან მისმა მთავრობამ და ხალხმა ერის საკეთილდღეო გზა აირჩია.

შეეჭიდო რთულ ამოცანას და შეცვალო რეალობა, ადვილი როდია. პატივს ვცემ ქართველ ხალხს, რადგან მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. ასეთმა გადაწყვეტილებამ და ძალისხმევამ უპირველეს ყოვლისა ხალხს მოუტანა სიკეთე და რა თქმა უნდა მსოფლიოსაც.

მადლიერი ვარ მათი, ვინც „რამსფელდის წესების“ თარგმნაში მიიღო მონაწილეობა. ვიმედოვნებ, ეს წიგნი და მასში თავმოყრილი გაკვეთილები მკითხველს ხელს გაუმართავს ცხოვრების გზაზე.


დონალდ რამსფელდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწეა ბოლო პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყნის ისტორიაში ის მეორე თავდაცვის მდივანია, რომელიც ყველაზე დიდხანს იყო ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე და წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ს სამ პრეზიდენტთან.„რამსფელდის წესები“ აერთიანებს ერთი ადამიანის უნიკალურ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენებისა და სხვადასხვა დარგის მენეჯერებისთვის.