დიუნის მესია

ფრენკ ჰერბერტი

₾ 19.90

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 9789941474644
გვერდები 298
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თორმეტი წელია გასული არაკენის ომის მერე, როდესაც უდაბნო ფარკედელში გადმოიღვარა და ლომის ტახტზე პოლ ატრეიდესი ავიდა – არა იმპერატორი, არამედ ღმერთი.
„კვლავ იწყება დრამა“, – თქვა მაშინ პოლმა.
მუად’დიბის ჯიჰადს უკვე ათეულობით პლანეტა და მილიარდობით ადამიანი ჰყავს წალეკილი.
ღმერთს გასჩენია მეხოტბები, მომლოცველები, ფანატიკოსები და განდგომილები.
მან იცის მომავალი და მისი ტყვეა. მტრებად ჰყავს ბედისწერა, ვალდებულება და სამყაროს უძველესი, უძლიერესი ორდენები; მოკავშირეებად ჰყავს ისინი, ვისაც უყვარს იგი.
„დიუნის მესიის“ წაკითხვამდე აუცილებლად უნდა იცნობდეთ სერიის პირველ წიგნს, „დიუნს“. მეორე წიგნი არის საფეხური, რომელიც ამ საკულტო ნაწარმოებს ფანტაზიის სიმაღლეებიდან ფილოსოფიის სიღრმეებისკენ ატრიალებს, თუმცა არც პირველს აკლია მეორე და არც მეორეს – პირველი. ატრეიდესების საოცარი საგა უჩვეულოდ გრძელდება, როგორც უნდა გაგრძელდეს ამბავი მისი, ვინც არის 
„სალოსი წმინდანი, 
ოქროს მგზავრი უცხო მხარიდან, 
სამარადჟამოდ 
დასახლებული გონის კიდეზე“.