განდგომილი

ეჟენ იონესკო

₾ 9.10 ₾ 13.95 -35%

Rating details · 451 ratings · 962 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941458385
გვერდები 176
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა

მე-20 საუკუნის თეატრის რეფორმატორის, აბსურდის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლისა და ლიდერის (სემუელ ბეკეტთან და არტურ ადამოვთან ერთად) – ეჟენ იონესკოს რომანი „განდგომილი“ მისი ერთადერთი ცდაა, შეექმნა რომან-აბსურდის ფართო ტილო, რომელშიც გააგრძელებდა სინამდვილის ფილოსოფიურ კვლევას.

ავტორი ცდილობს, პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მუდმივი ღელვის საგანია: როგორ თანაარსებობს ადამიანი და ბრბო? როგორ იბადება აგრესია და მასობრივი ფსიქოზი? არსებობს კი წინააღმდეგობის მექანიზმი? რამდენად ძალუძს ადამიანს, თავიდან აიცილოს საყოველთაო კატასტროფები? შეიძლება იმ ეგზისტენციური ნაღველის გადალახვა, ყველა მოაზროვნე პიროვნებას რომ აწუხებს?

იონესკო მთელი ცხოვრება ცდილობდა აბსურდული ყოფის მიზეზებისა და მისი არსის შეცნობას. სამყაროს თავდაპირველ რეალობას – სიყვარული და გაოცება, ოცნება და სიკვდილი – მის პიესებსა და პროზაში ერთი კოსმოგენური ელემენტი – მარტოობა ემატება. ეს კიდევ ერთი სიუჟეტი გახლავთ, სადაც ავტორის ორიგინალურ აზროვნებას ისეთ ზღვრამდე მიჰყავს აბსურდი, რომლის იქითაც ახალი რეალობა იშლება, ცხოვრებისა თუ ცნობიერების ყველაზე იდუმალ, მტკივნეულ სიღრმეებს რომ აშიშვლებს.

წყვდიადის გული

ჯოზეფ კონრადი

₾ 10.00 ₾ 19.95 -50%

Rating details · 364889 ratings · 598631 reviews