გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941235061
გვერდები 504
ფორმატი 13.00 X 19.50
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

"დიუმას კლუბის" ავტორი ესპანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურო პერეს-რევერტეა – მისტიფიკაციის დიდოსტატი, რომელიც თავისი ნაწარმოებების წყაროდ ესპანეთის ისტორიას, ხელოვნებასა და კულტურას იყენებს.
ამ რომანის პერსონაჟები ბიბლიოფილები, ბუკინისტები და უბრა­ლოდ, ლიტერატურის მოყვარულები არიან.  ნაწარმოების მთავარი გმირი ლუკას კორსო ევროპაში დაეხეტება და ეძებს შუა საუკუნეების ფოლიანტს, რომლის გამომცემელიც კოცონზე დაწვეს. წიგნებზე მონადირეს ათასგვარი ხიფათისგან, არც მეტი, არც ნაკლები, დაცემული ანგელოზი იცავს, რომელსაც არტურ კონან დოილის ცნობილი პერსონაჟის სახელი და გვარი აქვს. რეალობისა და გამონაგონის ნაზავი, რამდენიმე გვამი, ეშმა­კის გამოხმობის საიდუმლო რიტუალი და ჩვეულებრივი, ადამიანური ვნებები გმირების უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალს ქმნის.
1999 წელს რეჟისორმა რომან პოლანსკიმ არტურო პერეს-რევერტეს ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმი "მეცხრე კარიბჭე" გადაიღო ჯონი დეპის მონაწილეობით.