გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941478772 |
გვერდები | 432 |
ფორმატი | A2 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„მწერალი არ წერს ერთ წიგნს! ის იმდენ წიგნს წერს, რამდენი მკითხველიც მის ნაწარმოებს წაიკითხავს და ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთხელ წაკითხულს რამდენჯერმე უბრუნდებიან, მწერლის დაწერილი წიგნების რიცხვი მისი მკითხველების რიცხვსაც კი აღემატება!..
წიგნებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და აკი ამიტომაც ებრძვიან დიქტატორები ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებენ მწერლებს ცენზურას, ქმნიან მწერალთა კავშირებს, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ „სულის ინჟინრები“, როგორც სტალინი იტყოდა. დიქტატორებს შესანიშნავად ესმით ლიტერატურის საფრთხე – კარგ ლიტერატურაში ყოველთვის არის პატიოსანი აჯანყების მუხტი!
ლიტერატურის ფუნქციაა, რომ მოვლენები იდეებად აქციოს, მწერალი კი, როგორც ფოლკნერი გვეუბნება, ვალდებულია ადამიანს სიმამაცე, ღირსება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული და თავგანწირვა შეახსენოს, რაც წარმოადგენს კიდეც მისი წარსულის დიდებას.
ლიტერატურა საზოგადოების სინდისია, მისი სული; მისი ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა, როგორც ვოლტერმა თქვა. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, სულის პურია...“ (ლევან ბერძენიშვილის წინასიტყვაობიდან.)
This new edition of World Mythology offers 59 of the world's great myths form Greece and Rome, the Middle East, Northern Europe, the British Isles, the Far East and Pacific Islands, Africa, and the Americas.
ჰო და არა
₾ 10.00 ₾ 15.00 -33%
მედეა - თარგმანები
₾ 19.96 ₾ 24.95 -20%
ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში
₾ 20.00 ₾ 25.00 -20%