დეიზი მილერი და სხვა

ჰენრი ჯეიმზი

₾ 21.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504945
გვერდები 284
ფორმატი 14.5/18
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ამერიკელი მწერალი ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტია. მის კალამს ეკუთვნის 20 რომანი, 100-ზე მეტი მოთხრობა და მრავალი კრიტიკული წერილი. რომანებს შორის განსაკუთრებით ცნობილია – „ელჩები“, „ევროპელები“, „ლედის პორტრეტი“, „ვაშინგტონის მოედანი“. თავის ნაწარმოებებში ის დიდი ოსტატობით აღწერს ურთიერთობებს სქესთა შორის და მორალურ კონფლიქტებსა და სისასტიკეს ამერიკის, ინგლისისა და, საერთოდ, ევროპის საშუალო და მაღალ ფენებში. 
 
წიგნში შესულია ავტორის „მცირე პროზის’’ სამი შედევრი: „მხეცი ჯუნგლებში“, „დეიზი მილერი“ და „წერილების დასტა“.
 
მოთხრობაში „მხეცი ჯუნგლებში“ ტრადიციული მოჩვენების თუ ეგზოტიკური მხეცის ადგილზე აღმოჩნდება ჯონ მარჩერის ცნობიერების ფანტომი. ჯონ მარჩერს ეჩვენება, რომ ელოდება მხეცი, სიმბოლური ურჩხული, რომელიც ჯუნგლებიდან გამანადგურებელი ნახტომისთვის ემზადება...
 
„დეიზი მილერის“ სიუჟეტი ეფუძნება ევროპული და ამერიკული ცნობიერების შეჯახებას. ეს არის კონფლიქტი ბრიტანეთისთვის დამახასიათებელ მეტისმეტად თავდაჭერილ ქცევებსა და უმანკო ახალგაზრდა თავქარიან გოგონას შორის.
 
მოთხრობაში „წერილების დასტა“ პარიზის პანსიონის რამდენიმე მცხოვრები წერილებს სწერს თავის მეგობრებსა და ოჯახს. წერილების მთავარი თემა მათი დამოკიდებულება და რეაქციებია ერთმანეთის ხასიათის მიმართ.
 
ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ


ჩემი აპოლოგია

ვუდი ალენი

₾ 10.00 ₾ 19.95 -50%

Rating details · 21 ratings · 58 reviews